დღეს ვისწავლეთ ფასილიტაცია და ტექნოლოგიები.შევქმენით მასალები,მოსწავლეების პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისთვის. შევიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების სტრატეგიები. მოსწავლის მიერ კომპიუტერის გამოყენების მართვა.
intel education
вторник, 21 апреля 2015 г.
пятница, 17 апреля 2015 г.
დღე 7
- დღეს განვიხილეთ თუ როგორ უნადა გამოვიყენოთ , მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მორგებული შეფასების რუბრიკა.
- ასევე განვახორციელეთ უკუკავშირი ისევ ჩვენივე ჯგუფის მსმენელებთან, მათივე პროექტების იდეების გაუმჯობესების მიზნით.
- ეს არასოდეს გამიკეთებია ადრე და ამიტომაც ვეცდები გამოვიყენო მოსწავლეთა ნაშრომებისათვის უკუკავშირიც და შეფასების რუბრიკებიც.რაც განუვითარებს მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას, საკუთარი თავის მართვისა და რეფლექსიის უნარს.
- დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ.... ძალიან რთული გამოდგა ჩემთვის ეს ყველაფერი , მაგრამ საჭირო და საინტერესო ამავდროულად...
вторник, 7 апреля 2015 г.
დღე 6
- დღეს განვიხილეთ თუ როგორ უნდა მოვირგოთ მოსწავლის როლი, რომ მოვამზადოთ მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო საპრეზენტაციო ნაშრომი.,
- ასევე გავიგე სწავლების ხელსეწყობისათვის თუ როგორ უნდა დავგეგმო გაკვეთილები.
- ასევე გავიგე , რომ აუცილებლად უნდა გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები.
- დღევანდელი დღე ჩემთვის შრომატევადი, თუმცა ძალიან ნაყოფიერი იყო.
воскресенье, 5 апреля 2015 г.
დღე 5
- დღეს გავეცანით მოდული 3
- ამ მოდულიტ გავიგე,რომ როგორც კი პრეზენტაციასა და შეფასების ფორმების გაზიარების საშუალება მექნება , მოსწავლეებსი უნდა მოვახდინო "21 საუკუნის უნარ-ჩვევების" ინტეგრირება..
- ასევე უნა ვაჩვენო კავშირი ინტერნეტრესურსებასა და აღწერილ მასალას შორის, მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.
- დღეს ასევე მოვამზადე ჩემი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, თუმცა არ გამჭირვებია რადგანაც ჩემი საგნიდან გამომდინარე კარგად ვფლობ.
- ასევე ვისწავლე თუ როგორ მივაბა ჩემ მიერ შექმნილი პრეზენტაცია ბლოგს.
დღე3
დღეს განვიხილეთ თუ როგორ უნდა გავხსნათ შაბლონის ფორმა და შემდეგ მისი შევსების მეთოდები.დავიწყე შევსება შაბლონისა- ჩავწერე პროექტის იდეები, მიზნები და სტანდარტი. დღევანდელი დღე ჩემთვის ნაყოფიერი იყო რადგან გავერკვიე თუ როგორ უნდა გავითვალისწინო სტანდარტით გათვალისწინებული ყოველი პუნქტი და როგორ ავამაღლო მოსწავლეებში ცოდნის დონე თანამედროვე უნარ-ჩვევების დანეგვით. მე ამასი ვრწმუნდები თვითეული მოდულის განხილვის შემდეგ.
დღე 4
- დღეს განვიხილეთ მოდული 2.
- გავიგე თუ როგორ უნდა დავგეგმო სასწავლო პროექტი. პირველ რიგში გავეცანი სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს, რომლის მიღწევაც მსურს.
- აქვე გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლის მონახაზიც გავაკეთე პროექტის იდეის მიხესვით.
- გავიგე ასევე შეფასების 5 მიზანი,. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო, რადგან აქამდე ვიცნობდი შეფასების მხოლოდ 2 კრიტერიუმს.
- ასევე შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი, რაც არასოდეს გამიკეთებია და რათქმაუნდა ესეც აღმოჩენა იყო ჩემთვის.
- დღევანდელი დღე ჩენთვის საკმაოზე მეტად ნაყოფიერი იყო, რადგანაც ბევრი ახალი გავიგე ამ მოდულის გაცნობით.
понедельник, 30 марта 2015 г.
დღე 2
- დღევანდელი დღე დავიწყეთ ჯგუფის წევრების იდეების მოსმენით, ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი რჩევები, განვსაზღვრეთ საჭიროებები, გამოვკვეთეთ პრობლემები და მისი გადაჭრის იდეები. ასევე მიმოვიხილე ჩემი პროექტის იდეები , გავაკეთე მონახაზი პროექტის ირგვლივ, მოვისმინე კოლეგების რჩევები და ჩამოვყალიბდი, ჩემს იდეებში აქცენტი გავაკეთე, რომ პროექტი ბავშვზე ორიენტირებული უნდა იყოს , რომ თავად უნდა მოიძიოს, გადაჭრას პრობლემა და შეაფასოს.
- გავეცანი პუბლიკაციის მნიშვნელობას. ჩემთვის მისაღებია, რომ საჭიროა საჭიროა წინასწარი მზადება გაზეტის, ბროშურის და პლაკატის შესაქმნელად.მათი ნიმუშები კი ვიხილეთ ელექტრონულ წიგნისა და ტექსტური დოკუმენტის გამოყენებით. განვიხილეთ . პირადად ჩემთვის ტექსტურ დოკუმენტში პუბლიკაციები ახალი არ იყო , თუმცა , მომეწონა და ვისწვლე ბუკლეტების დამზადების ტექნიკური მხარე.მომეწონა ელ.წიგნსი მოცემული ბუკლეტების ნიმუშები, რომელიც ჩემთვის ნამდვილად ახალი იყო და არ ვიცოდიი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)